ჩინეთის არმიის გაერთიანებული ლოჯისტიკური ძალების ჩინეთის სამხედრო დელეგაცია 11 ივლისს ბელარუსში ჩავიდა. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე სამხედრო თანამშრომლობა განიხილეს.
ჩინეთის დელეგაცია მინსკში 13 ივლისამდე დარჩება.
იქამდე, 6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ჩინელი სამხედროები ბელარუსში ერთობლივ ანტიტერორისტულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.