ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას, რეზინის ნავი ჩაიძირა, შედეგად კი, 4 მიგრანტი დაიღუპა.
მედიის ცნობით, საფრანგეთის სანაპირო დაცვამ 63 ადამიანის გადარჩენა ვერტმფრენისა და მეთევზეთა ნავის დახმარებით შეძლო.
ცნობისთვის, ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს კონსერვატორთა საკამათო გეგმაზე თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში დეპორტაციის შესახებ.