,,უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე”, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის შემდეგ X-ზე.
,,მადლობელი ვარ ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისთვის, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემას”, – წერს ეზრა ზეია.