„ისრაელის მიერ ომის დასასრულებლად წამოყენებული პირობები არ შეცვლილა“, – ამის შესახებ აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის მთავრობის განცხადებაში ჩამოთვლილია ომის დასასრულებლად ისრაელის მიერ წამოყენებული პირობები: „ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა მეტად აღარ წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ შეთავაზება წარუდგინა.