გორის მუნიციპალიტეტში, სასაფლაოზე ავტომობილი ქვეით დედა-შვილს დაეჯახა, შედეგად, გარდაიცვალა ქალი, ბავშვი კი დაშავდა.
გარდაცვლილი 31 წლის ნინი შემაზაშვილია, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს. მის 6 წლის ქალიშვილს კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია და თბილისში გადმოიყვანეს.
„სიცოცხლე ისე გიყვარდა, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩემო ნინიკო“;
„ნინი… გული გაგვიჩერე… სული და გული წაიღე, ჩვენო ცქრიალა, გულიანო და საყვარელო გოგო.. ვერც ვიაზრებ უშენობას და შენი ნიტატოს უდედოდ ყოფნას, ოღონდ ეს არა..“;
„ნინ, უფალმა ნათელში გამყოფოს, საუკეთესო ადამიანი იყავი და უფალსაც საუკეთესოები მიჰყავს, უფრო და უფრო ვრწმუნდები… მუდამ ასეთი მომღიმარი მემახსოვრები“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.