საბერძნეთში ქართველი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან გაიქცა, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
43 წლის კაცი, რომელიც მკვლელობასა და ქურდობაშია ბრალდებული, ციხიდან სასამართლო პროცესზე გადაჰყავდათ, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა.
ქალაქ ლარისას ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი მან კლინიკიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა პოლიციამ ის მალევე დააკავა და კიდევ ერთი ბრალი დაუმატა.