ისრაელზე თავდასხმას ჰამასის დაჯგუფება ორი წლის განმავლობაში მიწისქვეშა გვირაბებში გაყვანილი სატელეფონო ქსელის მეშვებით ამზადებდა, რათა ისრაელის დაზვერვას მათი საუბრების მოსმენა ვერ მოეხერხებინა.
CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმის მომზადებისას დაჯგუფება არც კომპიუტერებს და არც მობილურ ტელეფონებს იყენებდა.
მედიის ცნობით, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ ისრაელმა და აშშ-მ თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა.