ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 14 და 15 დღის ჩვილები მოათავსეს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკაში კორონავირუსული ინფექციით 14 და 15 დღის ჩვილები მოათავსეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

“მომართვიანობა შემცირდა შედარებით, პრაქტიკულად განახევრებულია. თუ 20 შემოდიოდა, საშუალოდ 10-12 შემოდის. ამჟამად ადგილები კლინიკაში არის თავისუფალი.

რეანიმაციაში 15 დღის ბავშვი გუშინწინ შემოვიდა შემოვიდა ჩვენთან. ოჯახური კონტაქტის შედეგად არის დაავადებული კორონავირუსული ინფექციით დედასთან ერთად. დედასაც აქვს კორონავირუსული ინფექცია. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გარდა ამისა 14 დღის ბავშვიც შემოვიდა გუშინ, ისიც ოჯახური კონტაქტით არის დაავადებული. იმის მდგომარეობაც მსუბუქია,” – აცხადებს ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი მაია ჩხაიძე.

მსგავსი თემები