“კოვიდის „მიუ” შტამი ვირუსის ყველაზე მსუბუქი მუტაციაა” – ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძის განმარტებით, კოვიდის ახალ „მიუ“ შტამს სიმძიმის მიხედვით ვირუსის ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე ზემოქმედება არ შეუძლია.

„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, ეს არის ყველაზე მსუბუქი მუტაცია, რომელიც განსხვავდება კორონავირუსის ორიგინალური (ჩინური) ვარიანტისგან, მაგრამ არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას. შეიძლება თუ არა მისი იდენტიფიცირება საქართველოში მოხდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება.თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია რამდენად გახდება ის გავრცელებდი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მსგავსი თემები