საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 427 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 427 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 8.48 %, ბოლო შვიდი დღის – 7.69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 572 948 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 531 764 გამოჯანმრთელდა, 8 035 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 405 877 აცრა, დღიურად აცრილია 24 670.

8 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი.

მსგავსი თემები