„ადამიანები რეანიმაციაში იხოცებიან, მოწამეობრივი სიკვდილით იხრჩობიან“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„20–25 რიცხვისთვის გამოჩნდება ის მონაცემი, რომელიც გვექნება „აგარაკის სინდრომის“ შემდეგ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ჯანდაცვის ექსპერტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერმა,  დევი ტაბიძემ განაცხადა.

დევი ტაბიძე ვარაუდობს, რომ რეალურ სურათს ეპიდვითარებასთან დაკავშირებით საზაფხულო სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებთ.

დევი ტაბიძე პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაციაზეც საუბრობ:

ის ასევე აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის აღდგენასთან ერთად, რისკი იზრდება. ამიტომ, მოსახლეობას რეგულაციის დაცვისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ დრამატულ სურათს, რაც რეანიმაციებში ვითარდება:

„სწავლის თემა ეს არის დღეს ჩვენი აქილევსის ქუსლი, რადგან პედაგოგები, ჩემი პირადი განწყობაა ასეთი, ყველა უნდა იყოს აცრილი. ეს არ ეხება მხოლოდ პედაგოგებს, უნდა იყოს ჩატარებული პი-სი-არ კვლევა მოზარდებზე და ასევე აცრები, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევში, არ გამოვრიცხავ “სასკოლო კლასტერს,“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიცანტრ მთავარში.“

მედიკოსი ვარაუდობს, რომ ვაქცინაციის გააქიტურების შემთვეხვევაში, ქვეყანა მომზადებული დახვდება სავარაუდო მე- 5 ტალღას:

„ჩვენთვის ყველაზე რთული გამოდგა მე- 4 ტალღა, ყველაზე ვერაგობა ამ ვირუსის იყო, რომ გაძლიერდა ბავშვებსა და ორსულებში და 13 ორსულის სიცოცხლე იმსხვერპლა. დავიცვათ რეგულაციები, ავიცრათ და მომზადებული შევხვდებით იმ რაღაც მე- 5 ტალღას. ადამიანების რეანიმაციაში იხოცებიან მოწამეობრივი სიკვდილით, იხრჩობიან,“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიცანტრ მთავარში.“

მსგავსი თემები