1992 წლის 7 სექტემბერს, ზემო ეშერასთან ლევან აბაშიძე დაიღუპა

გასული საუკუნის 90-იან წლებში ბათუმში ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, როცა ერთ-ერთმა მსახიობმა გადასაღები მოედანი დატოვა და თბილისში წამოვიდა. რამდენიმე საათში მან თბილისიც დატოვა და ალბათ, შუადღე იქნებოდა გადასული, როცა სოხუმში ჩაფრინდა. იმავე დღეს, პოზიციაზე დადგა სხვა მებრძოლებთან ერთად. მეორე დღეს ბრძოლის ველზე სულხან სულხანიშვილთან, გიორგი გაჩეჩილაძესთან და გია ნადირაშვილთან ერთად გავიდა. მათგან მხოლოდ გიორგი გადარჩა ცოცხალი. 

თავისი ცხოვრების მანძილზე ლევანმა 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა, აქედან 3 დაუსრულებელი დარჩა. რეჟისორები აღნიშნავდნენ, რომ მისი თავისუფალი და ორიგინალური სტილის გამო, ის ყველაზე ნატურალური მსახიობი იყო. 

ლევან აბაშიძე 29 წლის იყო.

მსგავსი თემები