“ამჯერად, მეც გადავრჩი და ფისოც – გაფრთხილება მძღოლებს” – ეკა გულუა

ჟურნალისტი ეკა გულუა სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ისტორიას აქვეყნებს, რომელიც მას შეემთხვა. ჟურნალისტი მძღოლებს აფრთხილებს და ყველას მოუწოდებს, უსიამოვნო ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად, მის კნუტისა და ისტორიას გაეცნონ.    

„მძღოლებისა და შინაური ცხოველებისთვის საკმაოდ საშიში და საფრთხილო პერიოდი დაიწყო. ეს შემთხვევა პირადად გადამხდა თავს. გამოვედი სამსახურიდან, ჩავჯექი მანქანაში, დავიძარი და მესმის ფისოს კნავილი, კიდევ კარგი, შუშა ჩაწეული მქონდა და ხმა გავიგე. ვიფიქრე, ფისო მანქანის ქვეშ იყო შემძვრალი, გავაჩერე, გავიხედ-გამოვიხედე, თუმცა, არ ჩანს. მეგონა, რომ გაიქცა. ისევ დავძარი მანქანა, მოკლე მანძილი გავიარე და ისევ კნავილია. ისევ გავჩერდი და ამჯერად, ვეძებ ფისოს სალონში. ფისო სალონში არ არის. შემომეხვია ხალხი და ვეძებთ, საიდან მოდის კნავილის ხმა. როგორც ჩანს, მსგავსი ისტორია სხვასაც შეემთხვა. ეს „სხვა“ მომიახლოვდა და მითხრა, კნუტი ძრავაში იქნებაო. გავუხსენი “კაპოტი” და ჰოი საოცრებაც. თბილ ძრავასათან შემძვრალია პატარა კნუტი და კნავის. „იმ“ ადამიანს რომ არ ეყოჩაღა, ალბათ ვერც კი მივხვდებოდი, სად იყო ფისო და კარგი ნამდვილად არაფერი მოხდებოდა. ასე რომ, გაფრთხილდით მძღოლებო, რადგან, აგრილდება თუ არა, ფისოები თბილ თავშესაფარს ეძებენ და მანქანებს აფარებენ თავს. სასუსნაოებიც კი ჰქონდა ჩემს ფისოს შეტანილი“, – წერს ჟურნალისტი და ამბობს, რომ კონკრეტული შემთხვევის შემდეგ, მანქანას დაძვრამდე ყოველთვის ამოწმებს.       

მსგავსი თემები