გიორგი გახარიას საარჩევნო ნომერი 25 იქნება

პარტიამ “საქართველოსთვის” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა და მისი საარჩევნო სახელწოდება იქნება – გახარია – საქართველოსთვის. პარტიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო წილისყრის პროცედურაში და მას საარჩევნო რიგითი ნომერი – 25 მიენიჭა. 

შესაბამისად, 2021 წლის თვითმმართველობის საარჩევნო ბიულეტენში პარტია შემდეგი სახით იქნება წარმოდგენილი –  #25 გახარია – საქართველოსთვის.

მსგავსი თემები