“ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში დარღვევა დაფიქსირდა” – სურსათის ეროვნული სააგენტო

  •  

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში, ქათმის ხორცის შემცველობა გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეტიკეტზე არ იყო მითითებული. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

“მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო, სხვადასხვა პარამეტრზე სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას განაგრძობს. 

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ივლისში, ხორცის სახეობრივი კვლევისთვის 26 ნიმუში აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. კვლევა ჩატარდა ცხენის, ვირისა და ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებაზე.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში (სოსისი „სპეც ივერია ვაკე“, სოსისი „ივერია სპეცი“, „მოხარშული ძეხვი მონადირული“, ძეხვი „ჩორიზო ნ/შ“, სოსისი „ფრანკფურტერი ექსტრა“, სოსისი „პეპერონი შებოლილ-მოხარშული“, სოსისი „ივერია ექსტრა“, „ააშიშხინე დელიკატესი“, შაშხი „ბავარიული მოხარშულ-შებოლილი “, სოსისი ივერია ,,ტკაცუნა”) გამოვლინდა ქათმის ხორცის შემცველობა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეტიკეტზე არ იყო მითითებული.

დარღვევის ყველა ფაქტთან დაკავშირებით სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები,”- აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი თემები