კიევში, მთავრობის შენობაში შეჭრილი მამაკაცი ყუმბარის აფეთქებით იმუქრება

კიევში, უკრაინის მთავრობის შენობაში მამაკაცი ყუმბარის აფეთქებით იმუქრება, – ინფორმაციას “უკრაინა -24” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში სპეცრაზმი შევიდა.

„ფეისბუქში“ ვრცელდება ვიდეო, სადაც მამაკაცი აცხადებს, რომ ის შენობიდან ცოცხალი არ გამოვა.

„მე მაქვს საბრძოლო ყუმბარა, გაიყვანეთ ხალხი”, – აცხადებს მამაკაცი.

მსგავსი თემები