ლაგოდეხელი მოზარდი, რომელიც 4 დღე დაკარგული იყო, სახლში დაბრუნდა

ლაგოდეხში მცხოვრები 14 წლის მოზარდი,რომელსაც 4 დღე ეძებდნენ, სახლში  დაბრუნდა.
გელა ჯიბღაშვილი, სახლიდან წასვლის შემდეგ თბილისში იმყოფებოდა. როგორც მოზარდმა ოჯახის წევრებს განუმარტა, გზა აერია და სახლში დაბრუნებას ამ მიზეზით ვერ ახერხებდა.

არასრულწლოვანი გელა ჯიბღაშვილი სოფელ თამარიანში ცხოვრობს. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახმა მიაწოდა, რის შემდეგაც ფაქტზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.

ოჯახის ინფორმაციით, მოზარდის დაკარგვის ეს პირველი შემთხვევა არ არის

მსგავსი თემები