საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 948-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 233 pირს დაუდასტურდა, 1 934 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, სამ აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი, 34 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები