ბათუმმა ალთაბაევისა და კილაძის სახელობის ტურნირს მერვედ უმასპინძლა

საქართველოს ერთ-ერთი ზღვისპირა ქალაქის, ბათუმის სასპორტო სკოლამ, უკვე მერვედ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელების (1962 წ.), ბათუმელი კალათბურთელების ვალერი ალთაბაევისა და ალექსანდრე კილაძის სახელობის ტრადიციულ, საერთაშორისო ტურნირს. შეჯიბრი 28-30 სექტემბერს გაიმართა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ბათუმის სასპორტო სკოლაში განუცხადეს, ტურნირი წრიული სისტემით, 2003–2004 წწ დაბადებულთა შორის მიმდინარეობდა და მასში საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები ასპარეზობდნენ.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჩემპიონის ტიტულის მფლობელი თბილისის აკადემიის გუნდი გახდა. ვერცხლის მედალი ტრაბზონის გუნდმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი დასჯერდა.

გამარჯვებული გუნდები თასებით, სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) ლუკა ლიკლიკაძე დასახელდა.

მსგავსი თემები