ყველაზე საშიში ვირუსი, როცა 1 ინფიცირებული 8 ჯანმრთელს ასნებოვნებს   

„დელტა“ ვარიანტს იმდენად არაპროგნოზირებადი ეპიდემიოლოგური სიტუაციიის შექმნა შეუძლია ქვეყანაში, თუ ჩვენ ეს შეზღუდვები არ განვახორციელეთ, შემთხვევების მატებას ვერაფერი გააჩერებს“ – განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მტავართან“.

პედიატრი აუცილებელი რეგულაციების საჭიროებაზეც საუბრობს.

„შეზღუდვების მოხსნა ავტომატურად გულისხმობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას. „დელტა“ ვარიანტს სამჯერ უფრო მეტად გადამდებლობა ახასიათებს, ვიდრე ეს ჰქონდა კორონავირუსის ჩინურ ვარიანტს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად საშიში ვირუსი, რაც ბოლო ასწლეულების მანძილზე დაფიქსირებულა კაცობრიობის ისტორიაში. წითელას შემდეგ, ეს ვირუსი განიხილება როგორც მეორე ყველაზე მეტად გადამდები ვირუსი.  1 დასნებოვნებული 8 ჯანმრთელ ადამიანს ასნებოვნებს. ინფექციის სწრაფი მატება სწორედ „დელტა“ ვარიანტითაა განპირობებული. ვფიქრობ, აუცილებელია ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნება და არა მხოლოდ ეს, არამედ კონტროლის გამკაცრება“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები