რა შემთხვევაში დაწესდება ქვეყანაში ხელახალი შეზღუდვები?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

​კორონავირუსის კატასტროფულად მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მედიკოსები გარკვეული რეგულაციების შემოღების საჭიროებას ხედავენ. როგორც „მედიაცენტრ მთავართან“  იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, კრიტიკული ზღვარი მაშინ იქნება, როცა სამედიცინო სფეროს პაციენტების მართვა გაუჭირდება.  

„შეზღუდვების შემოღება მოხდება მაშინ, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა ავა იმ ნიშნულზე, როდესაც გართულდება პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. არ არის მთავარი, რამდენი ადამიანია ინფიცირებული დღის განმავლობაში. უფრო მიშვნელოვანია, რამდენ ადამიანს სჭირდება სტაციონალური სამედიცინო დახმარება. ყველაზე სერიოზულია, თუ არის ინფიცირებულთა რაოდენობა იმდენად ბევრი, რომ მათი საავადმყოფოში მოთავსებისას პრობლემები იქმნება. ეს არის ის კრიტიკული ზღვარი, რომლის უკან გარკვეული შეზღუდვების დაწესება გარდუვალი იქნება. რა ტიპის შეზღუდვები იქნება ძნელი სათქმელია, მაგრამ, ის რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს, არის მკაცრი კონტროლი ნიღბის ტარებაზე“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.     

მსგავსი თემები