„თუ ინფიცირების არსებული მაჩვენებელი შენარჩუნდა, სექტემბერში დახურულ სივრცეში სწვლის დაწყება გაძნელდება“ – ივანე ჩხაიძე

  •  

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ თუ არსებული ციფრები შენარჩუნდა, სწავლის დაწყების მხრივ პრობლემები შეიქმნება.

„ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც მოზრდილების.  როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, ამის უკან დგას ინფიცირებული ბავშვების რაოდენობის მატებაც, უფრო მეტი მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში. რაც ყველაზე მთავარია, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე, მას უფრო მეტი გავრცელება ახასიათებს ახალგაზრდებში და ბავშვებში, რაც გულისხმობს იმ შემთხვევების ზრდას, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება. თუ ეს ციფრები დარჩა, რაც ბოლო დღებში გვაქვს, ძალიან გართულდება, სასწავლო პროცესის დაწყება დახურულ სივრცეებში. ამიტომ, ძალიან ბევრი ქვეყანა, ამ კუთხით პრევენციულად სხვადასხვა ნაბიჯს დგამს. მაგალითად, ამერიკის პედიატრთა ასოციაცია სავალდებულოს ხდის ყველა ტიპის ბავშვთა დაწესებულებაში, 2 წლიდან ნიღბის ტარებას“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები