„მართვის უსისტემობა და კვალიფიციური კადრების დევნა“ – სპორტული ოჯახი კულტურის სამინისტროდან გამოყოფას ითხოვს

„ჩვენ არცერთი დარგის, სამინისტროსა თუ მისი ხელმძღვანელობის, მით უფრო პიროვნების, წინააღმდეგი არ ვართ. არც პოლიტიკური ამბიციები გვამოძრავებს. ქართული სპორტი სწორი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და გონივრული მართვის სისტემას საჭიროებს!“ – აცხადებენ სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც სპორტის მიმართულების ცალკე უწყებად გამოყოფას და ითხოვენ.

სპორტული ოჯახის შეკრებს ხვალ, ლისის ტბის ტერიტორიაზე გაიმართება. სწორედ აქ გაჟღერდება ის ძირითადი მოთხოვნები, რასაც სპორტსმენები აყენებენ და რომლის შესახებაც ოფიციალური განაცხადიმედიაცენტრ მთავარსექსკლუზიურად მიაწოდეს.  

„ზუსტად 33 წლის წინ, ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ, მრავალი წინააღმდეგობის და დაბრკოლების მიუხედავად, თავისი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის შესახებ ღიად გამოაცხადა! (06.10.1989 თბილისის ჭადრაკის სასახლე) ეს იყო პირველი თამამი, ამავდროულად ობიექტური განაცხადი, რასაც ჩვენი მდიდარი სპორტული ტრადიციების მქონე ქვეყანა იმსახურებდა. დღეს, ქართული სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები, სპორტულ ფედერაციებსა თუ დარგობრივ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები, რიგითი გულშემატკივრები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები, კვლავ აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რასაც ქართული სპორტის სადარაჯოზე დგომა გვავალდებულებს.

უპირველეს ყოვლისა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი საზოგადოების ობიექტური გულისტკივილი და ამავდროულად გონივრული რჩევა ხელისუფლების მიმართ, აღქმული იქნება, როგორც სახელმწიფოებრივად სწორი და სამართლიანი მოთხოვნა“ – აღნიშნულია მიმართვაში.

მათივე განცხადებით, ის, რაც დღეს სპორტულ სამყაროში ხდება, მარტივი შესაფასებელია – არაკვალიფიციურობა, არაკომპეტენტურობა და კვალიფიციური კადრების დევნა.

„2017 წლიდან მოყოლებული, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოშლის, ე.წ. “რეფორმებით” და პერმანენტული “რეორგანიზაციებით” შენიღბული ექსპერიმენტებით აღსავსე სპორტზე პასუხისმგებელი სამინისტროების მხრიდან დამოკიდებულება, სამწუხარო რეალობად იქცა. სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის უგულებელყოფა, მართვის უსისტემობა, სპორტში კვალიფიცირებული კადრების დევნა, არაკომპეტენტურობა და სპორტულ საზოგადოებასთან დისკომუნიკაცია არის იმის მიზეზი, რომ ქართული სპორტი დღესმე-5 ბორბლისდა არასასურველიმდგმურისპოზიციაშია.

მაშინ როდესაც ოლიმპიური სპორტის სახეობების სასწავლო-საწვრთნელი პროცესები და სალიცენზიო ტურნირები, ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ციკლის მთავარ ფაზაში შედის, ხოლო არაოლიმპიური სპორტის სახეობების მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები, პანდემიამდე მდგომარეობას უბრუნდება, კვლავ ვაწყდებით არაერთ პრობლემას. არაკომპეტენტურობით გამოწვეულ ნებსით თუ უნებლიე დაბრკოლებებს, სპორტული საქმიანობის ცოცხალი დინამიკა ვეღარ გაუძლებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვთ, გაითვალისწინოს სპორტული საზოგადოების ობიექტური და სამართლიანი წინადადება, რათა დაიწყოს საკითხის განხილვა, სპორტის დარგის, კულტურის სამინისტროდან გამოყოფის და დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბების შესახებ! მეტი ყურადღება, პატივისცემა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ქართულ სპორტს!!!! ქვეყნის სავიზიტო ბარათი და უდიდესი პოზიტივის მომტანი სფერო, ქართული სპორტული ტრადიციების მქონე ქვეყანა ამას ნამდვილად იმსახურებს“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „მედიაცენტრ მთავარს“ მიაწოდეს.

 

მსგავსი თემები