“მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ” – რა პირობას აყენებს “ქართული ოცნება”

რა შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები – “ქართული ოცნება” პირობას აყენებს. აღნიშნულის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ხელისუფლების კეთილი ნებითი კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად.

“მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუ ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტიანი, კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მმართველობის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზინებს. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ, ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები