ამ ეტაპისთვის, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპისთვის აცრა ნებაყოფლობითია და სხვა მექანიზმი არ მუშაობს.

„ამ ეტაპზე ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს და ამას გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანია, სწრაფად მოხდეს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია. მათი ნაწილი უკვე აცრილია, ნაწილი „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებოდა. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, განსაკუთრებით „კოვიდკლინიკებში“ დასაქმებულ პერსონალს და ასევე სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის პერსონალს, რომ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. დოზები საკმარისია და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ეს ჯგუფი აიცრას“, – განმარტა თამარ გაბუნიამ.

მისივე შეფასებით, მოქალაქეები „ფაიზერის“ ე.წ. ბუსტერულ დოზებზეც რეგისტრირდებიან, რაც ავტომატურად უქმდება და მათ ჯავშანი არ უდასტურდებათ.

მსგავსი თემები