“პირბადის ტარებისთვის გარკვეული სანქციები საჭირო თუ გახდება, საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს” – ეკატერინე ტიკარაძრე

  •  

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პირველი ტალღის პერიოდში მოქალაქეები რეკომენდაციებს სათანადოდ იცავდნენ და ამ მხრივ საზოგადოებაში ერთსულოვნება იყო.

მისივე თქმით, ყველას აქვს საკმარისი გამოცდილება, თუ რა არის ყველაზე ეფექტური გზა, რათა ადამიანები დაცული იყვნენ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირბადის ტარებისთვის გარკვეული სანქციები საჭირო თუ გახდება, საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, როგორც ტიკარაძე ამბობს, ამ ეტაპზე გამკაცრებების გარეშე შესაძლებელია, რომ ადამიანმა რეკომენდაციების დაცვის გზით თავისი ქცევა მართოს.

„კარგად მახსენდება პანდემიის პირველი ტალღა, როდესაც მარტივი რეკომენდაციები გაიცა. მაშინ არაერთხელ აღვნიშნავდი, რომ იყო საოცარი ერთსულოვნება და ერთად ვახორციელებდით იმ ღონისძიებებს, რომელიც პანდემიის დასაძლევად იყო საჭირო. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ დღესდღეობით სამედიცინო სექტორს, სამინისტროს, სამთავრობო გუნდს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ყველაზე ეფექტური გზა, ვიყოთ დაცულები, ასევე დავიცვათ სხვა.

რა თქმა უნდა, შეიძლება იქნას განხილული ამა თუ იმ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, მაგრამ მიმაჩნია, რომ როცა არსებობს რეკომენდაცია, ისიც გახლავთ საკმარისი, რათა ვმართოთ ჩვენი ქცევა. ამ ეტაპისთვის რეკომენდაციაც არის მნიშვნელოვანი. თუმცა, თუ ჩვენ დავინახავათ, რომ აუცილებელია გარკვეული სანქციების დაწესება, რათა გავზარდოთ პირბადის ტარება, ამას გავიტანთ საბჭოზე სამსჯელოდ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები