,,კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით, არის მსუბუქი გამოვლინება”- ზურაბ ჩხაიძე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კოვიდის მსუბუქი გამოვლინება აქვს. მისი თქმით, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში.

“პაციენტი აგრძელებს მკურნალობას პალატაში. კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. არის მსუბუქი გამოვლინება და როგორც გითხარით, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და სხვა დანარჩენი მაჩვენებლებიც. რისკებზე ვსაუბრობ ზოგადად, რადგან კოვიდს ზოგადად ახასიათებს გართულებები და მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როდესაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, გამორიცხული რაიმე გართულება არ არის, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე მიმანიშნებელი, რომ გართულებასთან გვაქვს საქმე, არ არის” ,- განაცხადა ჩხაიძემ.

 

მსგავსი თემები