შესაძლოა თუ არა, COVID რეგულაციები ისევ გამკაცრდეს – თამარ გაბუნიას განმარტება

შესაძლოა თუ არა, რომ ქვეყანაში ინფიცირების მომატებული მაჩვენებლის ფონზე, COVID რეგულაციები კვლავ გამკაცრდეს – ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განმარტებით, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე, პრემიერთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. 

თამარ გაბუნიას განცხადებით, საზოგადოებამ დღეს არსებული შეზღუდვები აუცილებლად უნდა დაიცვას. 

“დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არ არის ჭეშმარიტი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიური სურათის, ეს დაგროვებული შემთხვევებია. უნდა დავაკვირდეთ ამ მაჩვენებელს კვირის ბოლომდე. დღეს რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი არ ყოფილა, ის ზომები, რომელიც ახლა მოქმედებს, აუცილებლად უნდა დავიცვათ,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები