დამოუკიდებელი იურისტები მოსამართლეების შერჩევის პროცედურის შეჩერებას ითხოვენ

დამოუკიდებელი იურისტები მოსამართლეების შერჩევის პროცედურის შეჩერებას ითხოვენ. მიზეზად შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევას ასახელებენ.

გარდა ამისა, მათი თქმით, პარლამენტში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან, ოპოზიციასთან და სხვა იურისტებთან ერთად იმუშავებს იმ ცვლილებების მოსამზადებლად, რასაც სასამართლო რეფორმა ითვალისწინებს.

“შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც კეთილსინდისიერებას შეაფასებს მოსამართლეების და ეს კომისია იქნება დაკომპლექტებული როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო უცხოელი ექსპერტების მხრიდან,” – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინდექსის” თავმჯდომარემ ეკატერინე ციმაკურიძემ.

მსგავსი თემები