აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი „როსი“ ოდესის პორტში შევიდა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი „როსი“ უკრაინის ქალაქ ოდესის პორტში შევიდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამერიკული სამხედრო ხომალდი სამხედრო წვრთნებში, „სი ბრიზში“ (Sea Breeze) მიიღებს მონაწილეობას.

ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნები უკვე ოცდამეერთედ იმართება, რომლის დროსაც შავ ზღვაში წვრთნების ჩასატარებლად 30-ზე მეტი ქვეყანა გაერთიანდება.

სამხედრო ხომალდზე „იჯისის“ სისტემის 90 გამშვები დანადგარია, რომელსაც „ტომაჰავკის“ რაკეტების გასროლა შეუძლია. სამხედრო წვრთნები „სი ბრიზი“ უკრაინის ტერიტორიაზე 1997 წლიდან იმართება, რომლის ორგანიზატორები უკრაინა და აშშ არიან. 2021 წლის სამხედრო წვრთნები 28 ივნისიდან 10 ივლისამდე ჩატარდება და ბოლო 20 წელიწადში ყველაზე მასშტაბური იქნება. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს სამი ათასზე მეტი ადამიანი, 24 გემი, 40 თვითმფრინავი, ასევე სპეცრაზმის და მყვინთავთა 18 ჯგუფი.

მრავალეროვნული სწავლებები ჩატარდება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნიკოლაევის, ხერსონისა და ოდესის რეგიონებში.

მსგავსი თემები