“ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, არ მისცეს იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა დაატეხონ თავზე” – მეუფე სპირიდონი „თბილისი პრაიდზე“

ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, დადგეს იქ, არ მისცეს იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა და განადგურება დაატეხონ თავზე, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე სპირიდონი მოქალაქეებს მოუწოდებს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გავიდნენ.

„სოდომისტებს და ნამუსგარეცხილ ხალხს ავყვეთ? ეს გვინდა, საქართველო გავანადგუროთ? ამიტომ ყოველი კაცი, ქუდზე კაცი გავიდეს, დადგეს იქ, არ მისცეს იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა და განადგურება დაატეხონ თავზე. როგორც რიგითი ქართველი, ყველას მოგიწოდებთ, რომ გახვიდეთ, დადგეთ იქ და ამ გარყვნილებას არ მისცეთ ადგილი საქართველოში, ამ საშინელ გათახსირებას, რომელიც ღვთის რისხვის გამომწვევია და საქართველოს გამანადგურებელი, ამას არ მისცეთ ადგილი,“-განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მსგავსი თემები