ვირუსით 11 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 953 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 349 658-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 266 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 585 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 370 შემთხვევა, აჭარა – 39, იმერეთი – 64, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 8, გურია – 0, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მსგავსი თემები