ბავშვის გაუპატიურებისთვის მამა-შვილს პატიმრობა შეუფარდეს

სენაკის რაიონულმა სასამართლომ, მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელებიც არასრულწლოვანის გაუპატიურებაში არაინ ბრალდებულები, პატიმრობა შეუფარდა.  

მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომა დაიხურა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

65 წლის მამა და 35 წლის შვილი 2 დღის უკან, მას შემდეგ გააკავეს, რაც ბავშვის დედამ და მამიდამ მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარედგინათ ( გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

მსგავსი თემები