„2013-14-ში კარგი ბიჭი იყავი და მერე რა დაგემართა“ – ღარიბაშვილი ხაბეიშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დასმულ კითხვაზე პრემიერ-მინისტრის პასუხს დარბაზში ხარხარი მოჰყვა.

„ბატონო ლევან საერთოდ გახვედით კონტროლიდან. 2013-2014-ში კარგი ბიჭი იყავით და მერე რა დეგემართათ?! ეს იაფფასიანი, დარე ხასიათის კითხვები არ არის საზოგადოებროსთვის საინტერესო. ჩემი კითხვები ტყუილია, რომ გახვედით კონტროლიდან?“ – ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა ლევან ხაბეიშვილს.

შეგახსენებთ, რომ ხაბეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულა.

„თქვენი და – თეა ღარიბაშვილი რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობს; თქვენი დის ქმარი, გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მუშაობს; თვენი ცოლის და, ნათია თამაზაშვილი შსს-ში; თქვენი ცოლის დის ქმარი სასამართლოში და თქვენი ცოლის დაქალებიც გყავთ დასაქმებული“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა და ასევე დასძინა, რომ მინისტრს 300 000 ლარიანი საათი საიდან უნდა გქონდეს.

მსგავსი თემები