ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სახალხო დამცველი ბავშვთა პანსიონატში უნდა შევიდეს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, სახალხო დამცველის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლა მისი პირდაპირი ვალდებულებაა.

“ამ ეტაპისთვის, ბავშვთა  საუკეთესო ინტერესები დაცულია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და ხელმძღვანელობასთან ძალიან პროდუქტიული იქნება. მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც ბავშვის ინტერესებს იცავს. ბავშვები ყველანი მცირე ზომის პანსიონში უნდა გადავიდნენ, სადაც მათ ოჯახის ტიპის სამყოფელი ექნებათ, დაცული იქნება მათი კეთილდღეობა. ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა“ – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები