სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი დღეს შეხვდებიან

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებული ხმაურია შემდეგ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მეუფე იაკობს დღეს შეხვდება. შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში გაიმართება.

„17 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით შედგება შეხვედრა ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

როგორც მეუფე იაკობი განმარტავს, სახალხო დამცველს გააცნობს და აჩვენებს, რა კეთდება ბავშვებისთვის, რო მას მეტი წარმოდგენა ჰქონდეს.  

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი რამდენიმე დღეა დაინიშნა.

მსგავსი თემები