დღეს ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შედგება

„ყოველთვის მზად ვარ“ – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად დღევანდელი დღისთვის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის.

დღეს აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირები პრეზიდენტების რანგში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

შეხვედრა რამდენიმე საათში ჟენევაში, ლა გრანჟის ვილაში გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკვე ჟენევაში იმყოფება.

მსგავსი თემები