თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ისრაელის მხარდასაჭერად თბილისში, რიყის პარკში აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ისრაელის მხარდამჭერ განცხადებეს აკეთებენ.

“ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციაში მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს სოლიდარობა ისრაელის მიმართ. საქართველომ გამოხატა ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია და ჩვენ, არასამთავრობო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადებამ გავმართეთ ეს აქცია. ჩვენ ვართ სოლიდარულები ისრაელის სახელმწიფოსი,”- აცხადებს “ისრაელის სახლის” დირექტორი გიორგი ბერნშტეინი.

“ვუჭერთ ისრაელს მხარს, იმიტომ, რომ ისრაელი არის სახელმწიფო, რომელიც არავის ესხმის და თავს იცავს “ჰამამისის” ტერორისტებისგან. ჩემი აზრით ყველაფერი მალე უნდა დასრულდეს,”- აცხადებს მომღერალი მერაბ სეფაშვილი.

მსგავსი თემები