დაღუპულია 17 ბავშვი და 8 ქალი, საომარი მოქმედებები გრძელდება

ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 75-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 17 ბავშვი და რვა ქალია. გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც, რომელმაც 400-სს გადააჭარბა.

მსხვერპლის გაიზარდა ისრაელის მხარესაც. საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, ხუთი წლის ბავშვი გარდაიცვალა, 20 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

სარაკეტო იერიში ამ დრომდე გრძელდება. შურისძიების მიზნით, არეულობას ისრაელში ადგილობრივი არაბებიც აწყობენ.

ისრაელის „პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით,  ისრაელი გააგრძელებს „ჰამასისა“ და ღაზას სექტორში არსებული სხვა ტერორისტული ორგანიზაციების სამხედრო შესაძლებლობების შესუსტების მიზნით მოქმედებებს.

მსგავსი თემები