საქართველოში, დღეს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება

  •  

საქართველოში, დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის – იმედის დღე და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ჩატარდება წირვა.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა 2018 წლის 27 დეკემბერს დააწესა.

ამასთან, 12 მაისს საქართველოში წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.

ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

მსგავსი თემები