პარლამენტთან ისევ დაპირისპირებაა, 3 ადამიანი დააკავეს

საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ, აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 3 „პროტესტანტი“.  

დაპირისპირება, ამჯერადაც კარვების გაშლის მცდელობამ გამოიწვია. მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრებს პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვების გაშლის შესაძლებლობა არ მისცა.

აქციის მონაწილეები ისეც ცდილობენ კარვების გაშლას და შეძახილით: „მონები“… მონები“ აქტიურობენ.  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობაში  “საქართველოსთვის” კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელსაც მთავრობა, დიპლომატიური კორპუსი, პრეზიდენტი, სასულიერო პირები და სხვა სტუმრები ესწრება.

მსგავსი თემები