“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქტივისტები ირკიბებიან

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქტივისტებმა კასრები და შეშა მიიტანეს. გარდა ამისა, ადგილზე განალაგეს ხმის გამაძლიერებელი აპარატურაც.

კასრების და ხმის გამაძლიერებლების მიტანის საჭიროებასთან და კონკრეტულ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, პარტიაში ჯერ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აქტივისტები პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვისთვის ემზადებიან.

პარტიაში შეკრებილი ლიდერები, როგორც “ნაციონალური მოძრაობიდან” ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ შედეგი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მელიას დაკავების სანქცია გაიცა, დაანონსებულია, რომ იქნება წინააღმდეგობა.

მსგავსი თემები