ნისლი, ქარბუქი, ნალექი, თოვლი, ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი რამდენიმე დღის განმავლობაში.
18 იანვრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება. 19-20 იანვარს კი უმეტესად თოვლია მოსალოდნელი. მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი.
ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ასევე, გაფრთხილებაა 19-22 იანვართან დაკავშირებით, კერძოდ ღამის საათებში, კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს.