მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის შეწყვეტას ასაჩივრებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადებას შეიტანს. მიხეილ რამიშვილი საქმის წარმოების შეწყვეტის დადგენილებებს და ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის შეჩერებას გაასაჩივრებს.

მისი განცხადებით, პროკურატურის მიერ განხორციელებული ქმედებები უკანონოა და იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი შოთაძე რეაგირებას არ მოახდენს, საქმეში საერთაშორისო ინსტიტუტებს ჩართავს.

“გარკვეული ინფორმაციაც თან დაერთვება, რომელზეც ვალდებული იქნება გამოძიება, რომ სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. თუ შოთაძე ვერ შეძლებს ამ საჩივრის დაკმაყოფილებას და არ გააუქმებს დადგენილებას და არ დაუბრუნდება საგამოძიებო ორგანოებს, ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ გამოძიებას და საერთაშორისო ინსტიტუტებს ჩავრთავთ,” – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მსგავსი თემები