როგორ გახდა ბაგრატიონი სიხარულიძე?!

  •  

ეგრეთწოდებულ სამეფო კარის თამაშებში ახალი, არა მეფეთა დინასტიის გვარი – სიხარულიძე ერთვება. როგორც გახდა ბაგრატიონი სიხარულიძე, ამასთან დაკავშირებით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინტერესების დამცველს საკუთარი არგუმენტები აქვს, რომელიც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა.

„დარწმუნებული ვარ, თხუთმეტი წუთით ადრე რომ ჩაწერილიყო ინტერვიუ, სიხარულიძის მაგივრად შეიძლებოდა მაისურაძე დაესახელებინათ, ან რამე ისეთი გვარი, რაც იმ მომენტში მოაფიქრდებოდა დავით ბაგრატიონის ადვოკატს. მან უბრალოდ ჭორი ისროლა, სხვანაირად შეუძლებელია“ – აცხადებს ლევან გორელაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“.

უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ მოპასუხე მხარის, ანუ, სამეფო ოჯახის ყოფილი სიძის ადვოკატმა, გვარი სიხარულიძე სპონტანურად დაასახელა.

„არანაირი საფუძველი არა აქვს საუბარს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი შეიძლება სიხარულიძე ან სხვა გვარის წარმომადგენელი იყოს. ეს იყო სპონტანურად ნათქვამი. იმ მომენტში, ალბათ, თავში რაც მოუვიდა, ის გვარი ისროლა.

ასე ხშირად რომ არ ვიმეოროთ ეს სიხარულიძე, შესაძლოა დაავიწყდეს კიდევაც და გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა გვარად მონათლოს“ – აღნიშნა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები