„პირობას გაძლევთ უახლოეს ერთ კვირაში ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმე იქნება გახსნილი“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„საქმის გახსნაში ვგულისხმობ აბსოლიტურად ყველაფერს, საქმე გაიხსნება ერთ კვირაში“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატმა, ნიკოლოზ წულეისკირმა განაცხადა.

წულეისკირი, ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმეში შურისძიების მოტივს გამორიცხავს, მისი მოსაზრებით ვერსიები, რაც ამ ეტაპზე გაჟღერდა აბსურდულია. წულეისკირი ამბობს, რომ საქმე ერთ კვირაში გაიხსნება:

„როდესად უკავშირდება ეს ვერსია დეპუტატის თავდასხმას, „ნაციონალების“ დროს ვინმეს თუ აზრად მოუვა, რომ ადამიანი მონაწილეობდა ციხის ბუნტში და საქმე ვერ აღუძრეს, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში წერია, რომ „საქმე იქნას გადახედილი“, რომ მოწმეების ჩვენებებმა პირდაპირ ზეგავლენა იქონია განაჩენზე და აღნიშნული განაჩენის გადახედვა უნდა მომხდარიყო, მსჯავრდებული თუ მოინდომებდა ეს საქმე იქნებოდა გადახედილი.

ამ ეტაპზე შემიძლია განვაცხადო, ყველა ის ვერსია, რაც გაჟღერდა შურისძიებასთან დაკავშირებით, ციხის ბუნტთან და დეპუტატზე თავდასხმასთან არის აბსოლიტურად გამორიცხული.

ვერსიები შეიძლება იყოს ათასი, მაგრამ, ის რაც გაჟღერებულია არის აბსურდი.

ამ ეტაპზე სპონტანური, წამიერი წაკამათებაც კი ეს ვერსიად განიხილება, ეს საქმე გაიხსნება უახლოეს ერთ კვირაში და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები