საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 11 370.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 215-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 112 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 766 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 268-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი თემები