აშშ-ში კორონავირუსის 60 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 340 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 60 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 635 966-მდე გაიზარდა,- შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 340 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 225 229-ს მიაღწია.

ცნობისათვის, გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევებმა წინა კვირასთან შედარებით აშშ-ის 35 შტატში მოიმატა.

მსგავსი თემები