მაიკ პომპეო დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს გამართვას.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი მოლაპარაკებები აზერბაიჯანელ მინისტრთან გაიმართება. მაიკ პომპეოსა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა თბილისის დროით 17:30-ზე დაიწყება, ხოლო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან მოლაპარაკებები 18:30-ზეა დაგეგმილი.

შეხვედრების შემდეგ დიპლომატების მიერ მედიასთან კომენტარის გაკეთება წინასწარ დაგეგმილი არ არის.

პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ცნობას, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მომუშავე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვიც.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან არ წყდება. მოსკოვში მიღწეული ორი სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად კონფლიქტი გრძელდება.

მსგავსი თემები