ლავროვი დასავლეთს სამხრეთ კავკასიაში ფერადი რევოლუციების დაფინანსებაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ფინანსურად ეხმარება “ფერადი რევოლუციების მოსამზადებლად”.

მისი თქმით, ვერ ხედავს შესაძლებლობას და აუცილებლობას სამხრეთ კავკასიის შესახებ დასავლეთთან რაიმე დიალოგის წარმოებისთვის.

„დასავლეთი  ცდილობს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას თავს მოახვიოს თავისი პირობები. ის კვლავ პრეტენზიას აცხადებს, რომ დომინირებდეს და განამტკიცოს თავისი ჰეგემონია ყველგან, საკუთარი საზღვრებიდან შორს, პირდაპირ უტევს სამი უახლოესი მეზობლის – სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს – ლეგიტიმურ ინტერესებს. მხედველობაში მაქვს, თურქეთის, ირანის და რუსეთის.

რით ხელმძღვანელობს დასავლეთი, როცა სამხრეთ კავკასიაში რაღაც თამაშებს იწყებს? ამ გეოპოლიტიკურ ჩანაფიქრთან ერთად, დასავლეთი ხელს უწყობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, ფინანსურ, მატერიალურ მხარდაჭერას, რომლებიც, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, დაკავებულები არიან ღონისძიებებით, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ „მორიგი ფერადი რევოლუციის მომზადება“. ესეც არცთუ ძალიან დამალულია. ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცნობილია. ასევე ცნობილია, როგორ გამოდიან საჯაროდ, იცავენ დასავლეთის ინტერესებს და ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ რუსეთის და ირანის ქმედებების, რაც ასევე ცნობილია,”- განაცხადა ლავროვმა.

 

მსგავსი თემები